ლევიტელთა 20:17
16. და დედაკაცი, რომელი მოუჴდეს ყოველსა პირუტყუსა ცოდვად მისგან, მოკალთ დედაკაცი იგი და პირუტყჳცა იგი. სიკუდილით მოწყდენ, რამეთუ თანამდებ არიან.17. რომელმან შეირთოს დაჲ თჳსი მამით, გინა დედით და იხილოს სარცხჳნელი მისი და მან იხილოს სარცხჳნელი თჳსი, რამეთუ საყუედრელ არს, მოისპედ იგინი წინაშე ძეთა ნათესავისა მათისათა, რამეთუ სარცხჳნელი დისა თჳსისაჲ გამოაცხადა, ცოდვაჲ მოიღონ მათ.18. და მამაკაცი, რომელი დაწვეს დედაკაცისა თანა გამოჯდომილისა და გამოაცხადოს სარცხჳნელი მისი, წყაროჲ მისი გამოაცხადა და დედაკაცმან, გამოაცხადა მდინარე სისხლისა მისისაჲ, მოისპენ ორნივე ნათესავისაგან მათისა.
ლევიტელთა თავი 20