ლევიტელთა 4:23
22. უკუეთუ მთავარმან მან ცოდოს და ქმნეს ყოველთა მათგან მცნებათა უფლისა ღმრთისა მისისათა არა ნეფსით, რომელ არა ჯერ-იყო ყოფად,23. და ცოდოს და განცხადნეს ცოდვაჲ იგი მისი, რომელსა შინა ცოდა, მოიბას შესაწირავად მისა თიკანი თხათაგან, ვაცი უბიწოჲ.24. და დასდვას ჴელი მისი თავსა ზედა მის ვაცისასა, და დაკლან იგი ადგილსა მას წინაშე ღმრთისა, სადაცა დაკლნიან ყოვლად დასაწუველნი იგი, რამეთუ ცოდვისაჲ არს.
ლევიტელთა თავი 4