მეორე ეზრასი 1:2
1. და იყო თვესა მას ქასლევსა, წელსა მას მეოცესა არტაშეს მეფისასა, მე ვიყავ შუშ დედაქალაქთა მათ აბირაასთა.2. და მოვიდა ერთი ძმათა ჩემთაგანი ჩემდა, იგი და კაცნი იუდასნი, და ვკითხე მათ ჴსნილთა მათთჳს, განრინებულთა ტყვეობისა მისგან იერუსალემისათჳს.3. და მრქვა მე: განრინებულნი იგი ტყვეობისაგან მათისა მუნ არიან სოფელსა თჳსსა დიდსა ჭირსა და ყვედრებასა, და ზღუდენი იერუსალემისანი დგანან ეგრევე დაჴსნილნი და დარღვეულნი, და ბჭენი მისნი მომწვარ არიან ცეცხლითა.
მეორე ეზრასი თავი 1