მეორე ეზრასი 10:36
35. და მივეცით ნაყოფისაგან პირველთა ქუეყანისათა ჩუენისაგანისათა და ნაყოფი ხეთაგან ჩუენთა წლითი წლად სახლსა უფლისა ღმრთისა ჩუენისასა,36. დიდრაქმა პირმშოთა შვილთა ჩუენთა და პირმშოები საცხოვართა ჩუენთა. ვითარცა წერილ არს სჯულსა მოსესა, და პირმშოები ზროხათა ჩუენთა და არვეთა ჩუენთა მოვიღოთ სახლსა ღმრთისა ჩუენისასა, მღდელთა შენთა და ლევიტელთა, რომელნი დგანან მსახურებასა სახლისა უფლისასა37. და პირველი იფქლისა ნაყოფი ხეთა ვენაჴისა და ზეთისხილისა მივართვათ მღდელთა მათ სახლისა საფასისა ღმრთისა ჩუენისასა და ათეული ქუეყანისა ჩუენისა, და ლევიტელნი იგი მივიდენ და მოიღონ ყოველი ერთბამად.
მეორე ეზრასი თავი 10