მეორე ეზრასი 13:16
15. მათ დღეთა შინა ვხედევდი ჰურიასტანს შინა, რამეთუ სწნეხდენ საწნეხელთა დღესა შაბათსა და მოაქუნდათ მჭელეულნი ბჭეთა იერუსალჱმისათა და აღსტჳრთვიდენ კარაულთა ღჳნოსა, და ყურძენისა და ლეღჳსა ტჳრთნი მოაქუნდათ იერუსალჱმსა დღესა შაბათსა, ხოლო ვიპყარ მოწამენი, რამეთუ ჰყიდდენ დღესა შაბათსა16. რამეთუ ისხდენ ადგილთა სავაჭროთასა, რომელთა მოაქუნდათ თევზი და ყოველნი სავაჭრონი, და იყიდვიდენ დღესა შაბათსა ჰურიანი იერუსალჱმსა შინა,17. რამეთუ ვაბრალებდი მე ძეთა ჰურიათასა, რომელნი იყუნენ იერნსალჱმსა შინა, და მთავართა იუდასთა და ვეტყოდი მათ: რა არს უსჯულოებაჲ ესე, რომელსა თქუენ ჰყოფთ და შეურაცხ-ჰყოფთ დღესა წმიდასა შაბათსა?
მეორე ეზრასი თავი 13