მეორე ეზრასი 13:22
21. და ვარქუ მათ: რასათჳს დაადგრებით თქუენ გარეშე ზღუდისა მაგის? და უკუეთუ კუალადცა ვიხილო უშჯულოებაჲ ეგე, ვბრძანო, რათა ვერღარა შეხჳდეთ თქუენ [!] შაბათსა შინა ქალაქსა ამას.22. და ვარქუ ლევიტელთა, რომელნი იყუნენ განწმედილ, მოვიდოდენ და დაიცევდენ ბჭეთა, წმიდა-ყოფდენ დღესა შაბათსა და მიერითგან არღარა შეურაცხ-ყვეს შაბათი. და ამას ყოველსა ზედა მომიჴსენოს მე ღმერთმან და არა განმწიროს მე მრავლითა მოწყალებითა თჳსითა.23. და მათ დღეთა შინა ვიხილე ჰურიანი, რამეთუ ისხდენ დედანი აზოტელნი და ამონელნი და მოაბელნი.
მეორე ეზრასი თავი 13