მეორე ეზრასი 13:27
26. არა მაგათ ყოველთათჳს შესცოდა სოლომონ, მეფემან ისრაჱლისამან? ხოლო ვინ იყო, ვითარცა-იგი ბრძენი ყოველთა მეფეთა ჩუენთა შორის? და საყუარელ იყო იგი ღმრთისა და დაადგინა იგი ღმერთმან მეფედ ყოველთა ზედა ისრაჱლთა და ესევითარი საყუარელი ღმრთისა და ბრძენი და დიდი მეფე აცთუნეს და გარდააქციეს დედათა ნათესავთა უცხოთა27. და აწ არა ვისმინო, უკუეთუ ვინმე ყოს ეგევითარი დიდი ბოროტი და ცოდოს ღმრთისა მიმართ და ცოლად ისვას უცხოთესლი.28. და ძეთა იოვადისათა და ელიასიბისა დიდისა მღდელისა მესმა, რამეთუ იყო ცოლი მისი ასული სანაბალატისა და განძებით განვდევნე იგი ჩემგან.
მეორე ეზრასი თავი 13