მეორე ეზრასი 3:2
1. და აღდგა ელისუბ მღდელი იგი დიდი და ძმანი მისნი მღდელნი, და აღაშენეს ბჭე იგი ავაზანთა მათ ჯურღმულისათა, განწმინდეს იგი და ამართნეს ბჭენი იგი მისნი და განაგეს იგი ვიდრე გოდლადმდე ანამელისა.2. და ჴელთა ძეთა კაცთა მათ იერიქოსთა და ჴელითა ძეთა მათ ზაქურისთა და ძეთა ამარისთა.3. სათევზური და ბჭე იგი იქთვიერანი აღაშენეს ძეთა ასნისათა და მათ გარდაართვეს და განაგეს იგი კლიტენი და მოქლონნი მისნი.
მეორე ეზრასი თავი 3