მეორე ეზრასი 4:14
13. და დავადგინნეთ ქვეაღრე ადგილთა მათ უკანა ზღუდესა მას სართულსა ქვეშე და დავადგინნე კაცნი ჭურვილნი და ლახროსანნი და მშჳლდოსანნი.14. და მე აღვდეგი და ვეტყოდე კაცთა მათ, რომელნი განმზადებულნი და განკრძალულნი დგეს, ერისთავთა მათთა და მათცა, რომელნი-იგი ადგილ-ადგილ ჴუმილვიდენ; ნუ გეშინინ პირისაგან მათისა, მოიჴსენეთ ღმერთი ჩუენი დიდი და საშინელი, და ჰბრძვეთ ძმათა თქუენთათჳს და ძეთა თქვენთათჳს, ცოლთა თქვენთათჳს და ასულთა თქუენთათჳს და სახლთა თქვენთათჳს15. და იყო, რაჟამს ესმა მტერთა მათ ჩუენთა, ვითარმედ გულისჴმა-ვყავით და განკრძალულნი განვემზადენით ბრძოლად, განაქარვა ღმერთმან ზრახვა მათი და ჩუენ ყოველნი მოვიქეცით შენებად ზღუდისა მის, კაცად-კაცადი საქმედ თჳსად.
მეორე ეზრასი თავი 4