მეორე ეზრასი 4:16
15. და იყო, რაჟამს ესმა მტერთა მათ ჩუენთა, ვითარმედ გულისჴმა-ვყავით და განკრძალულნი განვემზადენით ბრძოლად, განაქარვა ღმერთმან ზრახვა მათი და ჩუენ ყოველნი მოვიქეცით შენებად ზღუდისა მის, კაცად-კაცადი საქმედ თჳსად.16. და იყო, მიერ დღითგან ზოგნი განწესებულ იყვნეს საქმესა, ზოგნი ჭურვილნი იყუნეს წინაშე პირსა მტერთასა, და ლახვარი, ფარი და მშჳლდ-ჴელთა შინა მათთა. და დგიან განმზადებული კაცი თჳთოეულად ზოგად ძმისა თჳსისა.17. რომელი-იგი აშენებნ ზღუდესა მას, და არნ ჟამი, შეეწევინ ძმასა თჳსსა და აქუნ ერთითა ჴელითა საჭურველი თჳსი, და ერთითა ჴელითა მისცემდა ძმასა თჳსსა ქვასა ანუ თიჴასა.
მეორე ეზრასი თავი 4