მეორე ეზრასი 4:20
19. და ვარქუ კაცთა მათ, რომელნი იყვნეს ჭურვილად და განმზადებულ და მთავართა მათთა: საქმე ესე დიდ არს და ფართო და ჩუენ განვბნეულ ვართ შენებასა ამის ზღუდისასა და შორს ვართ კაცად-კაცადი ძმისაგან თჳსისა.20. აწ დავადგინნეთ ადგილ-ადგილად კაცნი, რომელნიღა ჰბერვიდენ ნესტუებსა, რაჟამს გესმეს ჴმა ნესტჳსა მის რქისა, და მუნ მოკრბენ ყოველნი, და ღმერთი ჩუენი ჰბრძოდის ყოველთა მტერთა ჩუენთა ჩუენ წილ მარადის.21. და ზოგნი იგი იქმოდეს და ზოგთა მათ აქუნდა ჭური თჳსი განმზადებული გამობრწყინვებითგან ცისკრით ვიდრე აღმოსლვადმდე ვარსკულავთა.
მეორე ეზრასი თავი 4