მეორე ეზრასი 5:13
12. და ჰრქუეს მთავართა მათ და სხუათა მათცა დიდ-დიდთა: მოვაქციოთ მუნვე მათგან, არა მოვიღოთ და ეგრეთვე ვყოთ ყოველმან, ვითარცა-იგი გჳბრძანე. და მოუწოდე მღდელთა მათ და ვაფიცენ იგინი ამას სიტყუასა.13. და საბლარდელი იგი ჩემი განვყარე მაგრიად და ვთქუ: ესრეთ დაყარენ ღმერთმან ყოველი კაცი, რომელმან არა აღასრულნეს სიტყუანი ესე, ცხორებისაგან თჳსისა და ადგილისაგან თჳსისა, ესრეთ დაყრილ და დაცჳვნებულ იყავნ ცხორებისაგან თჳსისა. და თქუა ყოველმან ერმან კრებულისამან: ამენ. და აკურთხეს უფალი. ყვეს და აღასრულეს ყოველმან კრებულმან სიტყუაჲ ესე14. და მიერ დღითგან, ვინათგან უბრძანე, რათა არა იყუნენ იგინი მთავრად იუდასა ზედა, მეოცით წლითგან ვიდრე მეოცდაათ წლადმდე, მეორედ არტაშეს მეფისა ათორმეტ წელ, და მე და ძმანი ჩემნი ვიყვენით მთავრად, მძლავრობით ჩუენ არავისი ვჭამეთ და არცა ვსუთ.
მეორე ეზრასი თავი 5