მეორე ეზრასი 5:15
14. და მიერ დღითგან, ვინათგან უბრძანე, რათა არა იყუნენ იგინი მთავრად იუდასა ზედა, მეოცით წლითგან ვიდრე მეოცდაათ წლადმდე, მეორედ არტაშეს მეფისა ათორმეტ წელ, და მე და ძმანი ჩემნი ვიყვენით მთავრად, მძლავრობით ჩუენ არავისი ვჭამეთ და არცა ვსუთ.15. და რომელნი-იგი ჰმძლავრობდეს პირველად და დაამძიმეს მათ. და მოუღეს პური და ღჳნო და სხუაჲ ყოველი, ვეცხლი ორმეოცი დიდრაქმა, მივეც უფალთა თჳსთა და განვაყენენ იგინი მთავრობისა მისგან ერისასა და მე არა ვიყავ მათებრ შიშისა მისთჳს ღმრთისა.16. და განმარჯვებულ იყო საქმე იგი ზღუდისა მის, და არავის ვჰმძლავრე და მოუღე რა, ანუ ვენაჴი. გინა თუ სხუა რა, და ყოველნივე იყუნენ დაყუდებულ საქმესა ზედა ზღუდისასა.
მეორე ეზრასი თავი 5