მეორე ეზრასი 6:15
14. მომიჴსენოს მე უფალმან ზაკჳსათჳს ტობისა და სანაბალატისა, რომელთა ზრახეს ჩემთჳს ძჳრი და აწვევდეს სიცრუით წინაწარმეტყუელებად, რათა შემაშინოს და შემაძრწუნოს მე.15. და აღესრულა ზღუდე იგი ოცდამეხუთესა თთუესა მის ელუასა და ერგასისდაორ დღე.16. და იყო, ვითარცა ესმა ყოველთა მათ მტერთა ჩუენთა, შეძრწუნდეს ყოველნი წარმართნი, რომელნი გარემოს იყუნეს ჩუენსა, და დაეცა მათ ზედა ზარი და შიში ფრიად და გულისხმა-ყვეს, რამეთუ ღმრთისაგან იყო აღსრულება საქმისა მის ჩუენისა.
მეორე ეზრასი თავი 6