მეორე ეზრასი 6:2
1. და იყო, ვითარცა ესმა სანაბალატს და ტობიას და ქუეყანასა მას არაბელთასა და სხუათაცა მრავალთა მტერთა ჩუენთა, ვითარმედ აღვაშენეთ ზღუდე, და არა დაშთა მათ თანა ძალი, და მუნ ოდეს ბჭეები არღარა განღებულ იყო.2. და მოავლინეს სანაბალატ და გესამ და მრქუეს: მოვედ და შევკრბეთ ერთად დაბნებსა მას ველისა მის ონასასა და მათ ეგულებოდა ძჳრის-ზრახვა ჩემ ზედა.3. და მიუვლინენ მათ მოციქულნი და ვარქუ მათ: საქმესა ამას, რომელსა ვიქმ მე დიდი არს და არა მცალს მე შთასლვად თქუენდა, რათა არა შუა გამოჴდეს საქმე ესე, რაჟამს აღვასრულო საქმე ესე, მაშინ შთავიდე თქუენდა.
მეორე ეზრასი თავი 6