მეორე ეზრასი 7:2
1. და იყო. რაჟამს აღაშენა ზღუდე იგი, აღვმართენ ბჭენი მისნი, და დადგეს მეკარენი და შემასხმელნი ფსალმუნთანი და ლევიტელნი იგი.2. და ვამცენ ანანიას და ძმათა ჩემთა - ანანია მთავარი ზედა იერუსალჱმისა, რამეთუ იგი იყო კაცი ჭეშმარიტი, მოშიში ღმრთისაგან მრავალთა უფროს.3. და ვარქუ მას: ნუ განაღებ ადრე ბჭეთა იერუსალჱმისათა ვიდრე აღმოსლვადმდე მზისა და ვიდრე ყოველთა ეღჳძისღა, დაჴშნედ ბჭენი იგი კლიტითა, დაკრძალნედ იგინი და დადგედ მჴუმილავნი ბჭეთა თანა მკჳდრთა იერუსალჱმისათა, კაცი საჴუმილავსა თჳსსა, კაცი თჳთეულად სახლსა თჳსსა
მეორე ეზრასი თავი 7