მეორე ეზრასი 8:11
10. და თქუეს ყოველმან ერმან: დღე ესე დღე წმიდა არს უფლისა ღმრთისა ჩუენისა, ნუ იგლოვთ, ნუცა სტირით, რამეთუ ტიროდა ერი იგი, რაჟამს ესმოდა სიტყუა იგი სჯულისა უფლისა და ჰრქუეს მათ: წარვედით და ჭამეთ და სუთ სიპოხე თქუენი და სიტკბოება თქუენ თანა და მიუძღუანეთ ნაწილნი მათ, რომელთაცა არა აქუნდეს, რამეთუ დღე ესე წმიდა არს უფლისა ღმრთისა ჩუენისა, აწ განძლიერდით და ნუ შეაწუხებთ მათ11. და ლევიტელნი იგი დაადუმებდეს ერსა მას და ეტყოდეს დუმენით და ნუ შესწუხდებით, რამეთუ დღე ესე წმიდა არს.12. და წარვიდა ერი იგი ჭამად და სუმად და მიუძღუანეს, რომელთა-იგი არა აქუნდა ნაწილი მათი და ყვეს სიხარული დიდი, რამეთუ გულისხმა-ყვეს სიტყუანი იგი სჯულისანი, რომელ აღმოუკითხა მათ.
მეორე ეზრასი თავი 8