მეორე ეზრასი 8:13
12. და წარვიდა ერი იგი ჭამად და სუმად და მიუძღუანეს, რომელთა-იგი არა აქუნდა ნაწილი მათი და ყვეს სიხარული დიდი, რამეთუ გულისხმა-ყვეს სიტყუანი იგი სჯულისანი, რომელ აღმოუკითხა მათ.13. და დღესა მას მეორესა, შეკრბეს მფლობელნი იგი და მამათმთავარნი ყოვლისა მის ერისა, მღდელნი იგი ლევიტელნი, ეზრა მწერალისა სჯულისასა, რაჲთა მეცნიერ იქმნან და ისწაონ მისგან ყოველი იგი სიტყუა სჯულისა.14. და პოვეს დაწერილი იგი სჯულსა მას შინა, რამეთუ იყო ბრძანებულ უფლისა ღმრთისა მიერ მოსესა, ვითარ წეს არს დამკჳდრებად ძეთა მათ ისრაჱლისათა დღესასწაულსა მას ტალავრობისასა მეშჳდისა მის თთჳსასა.
მეორე ეზრასი თავი 8