მეორე ეზრასი 8:15
14. და პოვეს დაწერილი იგი სჯულსა მას შინა, რამეთუ იყო ბრძანებულ უფლისა ღმრთისა მიერ მოსესა, ვითარ წეს არს დამკჳდრებად ძეთა მათ ისრაჱლისათა დღესასწაულსა მას ტალავრობისასა მეშჳდისა მის თთჳსასა.15. ვითარსახედცა მოასწავებდეს ნესტჳთა მით ყოველთა მათ ქალაქთა და იერუსალჱმსა შინა. და ჰრქუა ეზრა: აღვედით მთად და მოიღეთ ფურცელი ზეთისხისა და ფურცელი ხისა ძელქვისა და ფურცელი მურტისა საკუმეველთა და ფურცელი ფინიკისა და ფურცელი ბროწეულისა, და იქმნეთ თქუენ ტალავრები მსგავსად წერილისა მაგის16. და განვიდა ერი იგი და მოიღეს და იქმნა კაცად-კაცადმან ეზოსა შინა თჳსსა და ეზოსა სახლისა ღმრთისა თჳსისასა და ურაკპარაკთა ქალაქისათა ვიდრე ბჭემდე ეფრემისა.
მეორე ეზრასი თავი 8