მეორე ეზრასი 8:2
1. და შეკრბა ყოველი იგი ერი. ვითარცა ერთი კაცი, ურაკპარაკსა მას წინაშე ბჭესა მას წყალთასა და ჰრქუეს ეზრას, მწერალსა მას სჯულისასა, რათამცა მოიღო სჯული იგი მოსესი, რომელ-იგი ბრძანა უფალმან ღმერთმან ისრაჱლისამან.2. და მოიღო ეზრა მღდელმან სჯული იგი წინაშე კრებულისა მის, სადა-იგი შეკრებილ იყუნეს მამანი და დედანი და ყოველივე, რომელი უნდა სმენისა თთჳსთავსა მას მეშჳდისა მის თთჳსასა.3. იწყო და უკითხვიდა მათ ცისკრითგან, რაჟამს აღმობრწყინდის მზე ვიდრე ექუს ჟამამდე, წინაშე მამათა და დედათა, და გულისხმა-ყოფდეს ყოველნი და ყური მიუპყრეს ყოველმან ერმან სმენად წიგნსა მას სჯულისა.
მეორე ეზრასი თავი 8