მეორე ეზრასი 9:14
13. და მთასა მას სინასა გარდამოჴედ და ეტყოდე მათ ზეცით და მოსცენ მათ განკითხვანი სიმართლისა შენისანი და შჯული ჭეშმარიტი და ბრძანებანი და მცნებანი კეთილნი.14. და შაბათნი შენნი წმიდანი ამცნობენ მათ, და მცნებანი და ბრძანებანი და სჯული მოეც მათ ჴელითა მოსესითა, მონისა შენისათა.15. და პური ზეცით გარდამო მოეც მათ საზრდელად და წყალი გარდამოუდინე კლდისა მისგან და ასუ მათ და არქუ მათ შესლვად და დამკჳდრებად ქუეყანასა მას, რომლისათჳს აღიღე ჴელი შენი მიცემად.
მეორე ეზრასი თავი 9