მეორე ეზრასი 9:28
27. და მისცენ იგინი ჴელთა მაჭირვებელთა მათთასა და აჭირვებდეს მათ დიდ-დიდად და მაშინ ღაღად-ყვეს შენდა მიმართ ჟამსა მას ჭირისა მათისასა და შენ ზეცით გესმა მათი და მრავლითა მოწყალებითა და წყალობითა შენითა იჴსნენ იგინი და გამოიყვანენ იგინი ჴელთაგან მდევართა მათთასა28. და რაჟამს განისუენეს, მერმე ყვესვე შენ წინაშე უკეთურება, მისცენ იგინი ჴელთა მტერთა მათთასა, და ძჳრსა შეაჩუენებდეს მათ და მერმეცა ღაღადებდეს და შენ ზეცით გესმა მათი და იჴსნენ იგინი მრავლითა წყალობითა შენითა.29. და მერმე დასდევ წამება მათ თანა, რათამცა მოიქცეს სჯულსა შენსა, ხოლო იგინი უგულისხმონი იქმნნეს და განლაღნეს და არა ისმინეს სჯულისა შენისა, არამედ ბრძანებათა შენთა და მცნებათა შენთა შესცოდეს, რომელ-იგი შენ ჰყავ და ამცენ და უბრძანენ სიტყუანი და მცნებანი შენნი მათ, რამეთუ, რომელმან ყუნეს სიტყუანი ბრძანებათა შენთანი კაცმან, ცხონდეს მითვე, ხოლო მათ ზურგი მათი შეგაქციეს და იქმნნეს ქედ-ფიცხელ და არა ისმინნეს სიტყუანი შენნი
მეორე ეზრასი თავი 9