მეორე ეზრასი 9:31
30. შენ სულგრძელ იქმენ მათ ზედა, მიავლინენ საწამებელად წინაწარმეტყუელნი შენნი სულითა წმიდითა, და ესრეცა არა ვინ ისმინეს და მისცენ იგინი ერსა მას უცხოსა ქუეყანასა, რომელსა დაგლახაკნეს იგინი ფრიად.31. და შენ მრავლითა მოწყალებითა და წყალობითა შენითა არა დასთხიენ იგინი სრულიად და არა განიშორენ და არცა განიყენენ იგინი შენგან, და შენ ძლიერ ხარ, მოწყალე, სულგრძელ და მრავალმოწყალე.32. და აწ, უფალო ღმერთო ჩუენო, ძლიერო და დიდო ყოვლისა მპყრობელო და საშინელო, მართალ ხარ და ჭეშმარიტ, დაიმარხე აღთქმა შენი და წყალობა შენი, და მიხედე სიგლახაკესა ჭირსა ჩემსა, და მეფეთა ჩუენთასა, და მთავართა ჩუენთასა, და მღდელთა ჩუენთა და წინაწარმეტყუელთა ჩუენთასა, და ყოველთა და მამათა ჩუენთასა და ერისა შენისასა, რომელ დაგლახაკნა და გუმძლავრობდეს ჩუენ ზედა მეფეთა მათგან ასურასტანისათა ვიდრე მოდღენდელად დღემდე
მეორე ეზრასი თავი 9