მეორე ეზრასი 9:35
34. რამეთუ შეგცოდეთ ჩუენ და მეფეთა ჩუენთა, და მთავართა ჩუენთა, და მღდელთა ჩუენთა, და მამათა ჩუენთა და არა ვყავთ მცნება შენი, რომელ გვამცენ ჩუენ, და არცა მივხედეთ სჯულსა შენსა და წამება შენი, რომელ დასდევ ჩუენ თანა.35. და სახიერება შენი და კეთილნი იგი შენნი მრავალნი, რომელ მოგუცენ ჩუენ, და ქუეყანა ესე ფართო და ვრცელი და პოხილი, რომელ მომეც ჩუენ, ვერ ვაგეთ ჩუენ შენდა მონებად მას ზედა, არამედ გარემოვაქციეთ გული ჩუენი სჯულისაგან შენისა, და მიგუცენ ჩუენ ტყუეობასა ცოდვათა ჩუენთათჳს36. და, აჰა, ესერა, ვართ დღეს მონებასა შინა და ქუეყანა ესე, რომელ მიეც მამათა ჩუენთა ჭამად სიპოხე და საშვებელი მისი თავისუფლებით.
მეორე ეზრასი თავი 9