მეორე ეზრასი 9:7
6. შენ ხარ თავადი იგივე უფალი ღმერთი მხოლო, შენ შექმენ ცა და ცანი ცათანი და ყოველივე წესი მათი, ქუეყანასა, და რა არს ყოველი მას ზედა, ზღუაჲ და ყოველივე რა არს მას შინა. და შენ აცხოვნებ ყოველსა და შენ თაყუანის-გცემენ ერნი ზეცათანი, შენ გაქებენ ცანი ცათანი7. რამეთუ შენ მხოლო ხარ უფალი ღმერთი ჩუენი, შენ გამოირჩიე აბრამ და გამოიყვანე იგი ქუეყანისა მისგან ქალდეველთასა, და უწოდე მას სახელი აბრაჰამ.8. და ჰპოე გული მისი რწმნნებულ შენ წინაშე და დასდევ მის თანა აღთქმა მიცემად მისა ქუეყანა იგი ქანანელთა, და ქეტელთა, და ფერეზელთა, და იაბუსელთა, და გერგესელთა, და ეველთა, და ამორეველთა, და ნათესავისა მის, რომელთა მიეც უკუე და დაამტკიცენ სიტყუანი შენნი, რამეთუ მართალ ხარ შენ.
მეორე ეზრასი თავი 9