მეორე მეფეთა 10:7
6. ხოლო რაჟამს იხილეს ძეთა ამონისთა, რამეთუ განიკიცხნეს მონანი დავითისანი, მოიყიდეს ერი ასური, რობუა და ასური სობასნი ოცი ათასი ერი მკჳრცხლე და მეფე ბაქია ათასითა ერითა და სოტობა ათორმეტი ათასითა ერითა.7. და ვითარცა ესმა დავითს, წარავლინა სპასპეტი თჳსი იოაბ და ყოველი ერი მის თანა.8. და გამოვიდეს ძენი ამონისნი და განეწყვნეს წინაშე ბჭეთა მის ქალაქისათა ასურასტანელთა სუბას, რობას და ისტობის და მელქათაგან, იყუნენ ველსა განწყობით.
მეორე მეფეთა თავი 10