მეორე მეფეთა 13:19
18. ემოსა თამარს სამოსელი ვარსკულავედი, რომელი ეგრე შეიმოსიან ქალწულებათა შინა ასულთა მეფისათა. და მსახურთა გამოაძეს იგი გარე და დაუჴშეს კარნი.19. აღიღო თამარ ნაცარი და გარდაისხა თავსა და ვარსკულავედი იგი სამოსელი დაიპო და ჴელნი თავსა შეისხნა და ტიროდა ჴმითა დიდითა.20. მოეგებოდა მას აბესალომ, ძმა მისი, და ჰრქუა: რასა სტირ, რა არს? ნუუკუე ამონ, ძმამან შენმან, უნებელი რამე გიყო? აწ დადუმენ, დაო ჩემო, რამეთუ ძმა შენი არს და ნურარასა მიიღებ გულად შენდა! და დაჯდა თამარ ქურივობით სახლსა შინა ძმისა თჳსისა აბესალომისასა.
მეორე მეფეთა თავი 13