მეორე მეფეთა 14:16
15. და აწ რომლისათჳს მოვსულ ვარ სიტყუად მეფისა უფლისა ჩემისა, მიხილონ მე ერმან ამან და მრქვან მჴევალსა შენსა, ვითარმედ: იტყოდეს მჴევალი შენი წინაშე უფლისა ჩემისა მეფისა, რათა ყოს მეფემან სიტყუაჲ მჴევლისა თჳსისა.16. რათა ისმინოს მეფემან და იჴსნეს მჴევალი თჳსი კაცთა მათგან, რომელნი ეძიებდეს ძესა ჩემსა მოკლვად ერთბამად სამკჳდრებელისა მისგან უფლისა.17. და თქუას მჴევალმან შენმან, ვითარმედ: იყავნ სიტყუაჲ უფლისა ჩემისა მეფისა, ვითარცა შესაწირავი მსხუერპლთა და ვითარცა ანგელოზი უფლისა, ეგრეცა უფალი ჩემი მეფე მსმენად კეთილისა და ბოროტისა! და იყავნ უფალი ღმერთი შენ თანა!
მეორე მეფეთა თავი 14