მეორე მეფეთა 15:31
30. და დავით აღვიდოდა აღმართსა მას ზეთისხილოვანისასა და ტიროდა და დაებურა თავი მისი, და მივიდოდა იგი უჴამური და ერი იგი თავდაკიდებულად და ფიჩუდაბურვილად და ტიროდეს.31. და უთხრეს დავითს, ვითარმედ: აქიტობელცა თანაშემწე არს აბესალომისა! და თქუა დავით: უფალმან ღმერთმან ჩემმან განაქარვენ ზრახვა იგი აქიტობელისი!32. და ვითარცა მოვიდა დავით როსკედმდე თაყუანის-ცემად უფლისა, და მოეგებოდა მას ქუში შემთხუევად დავითისა, თანამზრახველი იგი მისი. და დაეპო სამოსელი მისი და მიწა თავსა გარდაესხა.
მეორე მეფეთა თავი 15