მეორე მეფეთა 17:14
13. და უკუეთუ შევარდეს იგი ერთსა ქალაქთაგანსა, გარემოადგენ და მოსრან ქალაქი იგი, და იგინი ნაღვარევსა შთაცჳვდეს. და არა იყოს ადგილი შესაკრებელი მათი.14. და თქუა აბესალომ და ყოველმან ერმან ისრაჱლისამან: კეთილ არს ზრახვა ესე ქუშისა რაქანელისა ვიდრე ზრახვა აქიტობელისი! რამეთუ უფალმან თჳთ ბრძანა განქარვებად ზრახვა იგი აქიტობელისი, რათა მოავლინოს უფალმან ყოველი ძჳრი აბესალომის ზედა.15. და ჰრქუა ქუში სადუკს და აბიათარ მღდელთა: ამას განიზრახავს აქიტობელ, აბესალომ და ყოველსა ერსა ისრაჱლისასა, ხოლო მე ესრე განვიზრახე.
მეორე მეფეთა თავი 17