მეორე მეფეთა 17:16
15. და ჰრქუა ქუში სადუკს და აბიათარ მღდელთა: ამას განიზრახავს აქიტობელ, აბესალომ და ყოველსა ერსა ისრაჱლისასა, ხოლო მე ესრე განვიზრახე.16. აწ თქუენ ადრე აუწყეთ ესე დავითს, რათა არა დადგეს ღამესა ამას რაბოთისა უდაბნოსა, არამედ ისწრაფოს წარსლვად, რათა არა მოისრას მეფე და ყოველი ერი მისი მის თანა.17. ხოლო იონათან და აქიმას დგეს წყაროსა მას ზედა როგაელისასა და მივიდა მათ თანა მჴევალი ერთი და უთხრა მათ ყოველი ესე, რათამცა მივიდეს იგინი და უთხრნეს მეფესა დავითს სიტყუაჲ ესე, რამეთუ ვერ ეგებოდა მათ ცხადად შესლვა ქალაქად.
მეორე მეფეთა თავი 17