მეორე მეფეთა 17:18
17. ხოლო იონათან და აქიმას დგეს წყაროსა მას ზედა როგაელისასა და მივიდა მათ თანა მჴევალი ერთი და უთხრა მათ ყოველი ესე, რათამცა მივიდეს იგინი და უთხრნეს მეფესა დავითს სიტყუაჲ ესე, რამეთუ ვერ ეგებოდა მათ ცხადად შესლვა ქალაქად.18. და იხილნა იგი ყრმამან ვინმე და უთხრეს აბესალომს. ხოლო იგინი წარვიდეს სწრაფით და შეცჳვდეს სახიდ კაცისა ვისმე ბაურიმს. და იყო კაცისა მის ორმო ერთი ეზოსა შინა და შთაჴდეს იგინი ორმოსა მას.19. და მოიღო დედაკაცმან ერთმან სარქველი და დაარქვა მას ორმოსა და ზედასაფენელი გარდაფინა, და დააჴმობდა ლეღვის კვერთა მასვე ჟამსა.
მეორე მეფეთა თავი 17