მეორე მეფეთა 17:26
25. და აბესა დაადგინა ერისთავად აბესალომ ნაცვლად იოაბისა ერსა თჳსსა ზედა, ხოლო ამესა, ძე იეთერისი, იყო ეზრაიტელისა, რომელი მოვიდა აბიგესთჳს, ასულისა იესესისა, დისა შარუელისა, დედისა იოაბისა.26. და მივიდა აბესალომ და ყოველნი ისრაჱლნი და დაიბანაკეს ქუეყანასა მას გალაადისასა.27. და ვითარცა მოვიდა დავით საბანაკოსა ვესებისასა, ძისა ნაასისსა, რობოთით ძეთაგან ამონისთა და მაქირ, ძე ამელისი, რომელი იყო ლადბრით და ბერზელი გალაადელი, რომელი რაკაბანით იყო.
მეორე მეფეთა თავი 17