მეორე მეფეთა 17:9
8. რამეთუ შენ თჳთ იცი, მეფე, სიმჴნე მამისა შენისა. ერი, რომელი მის თანა არს, განძჳნებულ არიან იგინი, ვითარცა მამა შენი მჴნე და რჩეული კაცი არს, და არა დაუტეოს ერი იგი.9. და-აწ-სადამე-მალულ და დავანებულ იყოს ჴევსა ერთსა, ანუ რომელსავე ადგილსა, და რაჟამს დავესხნეთ, აღდგეს სამალველისა მისგან, და მოსრას ერი ეგე შენი. და რომელთა ესმას, თქუან, ვითარმედ: შეიქმნა მოსრა დიდი ერსა მას შორის აბესალომისასა.10. და იყოს ღათუ ვინმე მჴნე, ვითარცა ლომი ბრძოლასა შინა ერისა შენისა, განტყდეს გული მისი, და განასხნნეს, და რაჟამს სცნას ყოველმან ისრაჱლმან, ვითარმედ განძლიერდა მამა შენი შენ ზედა, და სირცხჳლი იყოს შენდა.
მეორე მეფეთა თავი 17