მეორე მეფეთა 18:32
31. და მო-ხოლო-ვიდა ქუში და ჰრქუა მეფესა: გიხაროდენ, უფალო ჩემო მეფე, რამეთუ საჯა უფალმან შურის-გებით სასჯელი მტერთა შენთა!32. და ჰრქუა მეფემან ქუშის: ცოცხლებით არს ყრმა იგი ჩემი აბესალომ? და ჰრქუა ქუშიმ მეფესა: შეიქმნედ ყოველნი მტერნი მეფისანი, ვითარცა ყრმა იგი უფლისა ჩემისა მეფისა და რომელნი აღდგომილ იყუნეს შენ ზედა ბოროტებით!33. და ცრემლოოდა მეფე და აღჴდა ქორსა მას ზედა მის ბჭისასა, და ტიროდა ფრიად და იტყოდა: შვილო ჩემო აბესალომ, აბესალომ, შვილო ჩემო! ვინამცა მომაკუდინა მე სიკუდილისა შენისა წილ, შვილო ჩემო აბესალომ, შვილო ჩემო აბესალომ!
მეორე მეფეთა თავი 18