მეორე მეფეთა 18:4
3. მიუგო ერმან მან და ჰრქუა: არა გამოხჳდე ჩუენ თანა! ნუუკუე მეოტ ვიქმნეთ და არა ვინ იყუნეს, რომელმან გული გვაპყრას ჩუენ. და თუ ზოგი ჩუენი მოისრას, არა ვინ იყოს, რომელმან ნუგეშინის-გუცეს ჩუენ და მიგუეღოს ზოგი ქუეყანისა ჩუენისა. ხოლო უმჯობეს არს: შენ აქა დადგე ქალაქსა შინა ძალად ჩუენდა და გვიზახებდე!4. მიუგო მეფემან და ჰრქუა: კეთილ არს, რაჲცა გნებავს, იგიცა ვყო! და დადგა მეფე ერთკერძო ბჭეთა მათ და გამოვიდოდა ერი იგი ასეულობით და ათასეულობით.5. და შეუთულიდა მეფე იოაბს და აბესას და ეთი გესელსა ერისთავთა მათ, და ყოველსა ერსა ესმოდა ბრძანება იგი მეფისა, და ჰრქუა მათ: ეკრძალენით და ერიდენით ყრმასა მას ჩემსა აბესალომს!
მეორე მეფეთა თავი 18