მეორე მეფეთა 18:8
7. ძლევასა მიეცა ისრაჱლი წინაშე დავითისათა და იქმნა მოსრვა დიდი მას დღესა შინა, და მოსწყდეს ერისა მისისაგან ისრაჱლისა ოცი ათასი კაცი.8. განიბნია ერი იგი ისრაჱლისა მაღნარსა მას. იქმნა ერისა მის ისრაჱლისა მოწყვედა მაღნარისა მისგან უფროს, ვიდრეღა პირითა მახჳლისათა.9. და უმაღლეს ჩნდა აბესალომ ერსა მას შორის დავითისა. და ზეჯდა იგი საჴედარსა. და განვიდოდა იგი ხესა ქუეშე სივლტოლასა მისა. და მოეხჳნეს შტონი რკოსანი თმათა მისთა, დამოეკიდა ხესა მას შორის ცისა და ქუეყანისა. და საჴედარი იგი მისი განვიდა ქუეშე წყვილთაგან მისთა.
მეორე მეფეთა თავი 18