მეორე მეფეთა 19:24
23. და ჰრქუა მეფემან სემეის: ნუ გეშინინ! რამეთუ არა მოჰკუდე შენ! და ეფუცა მეფე სემეის.24. და მემფიბოსთე, ძე იონათანისი, ძისა საულისი, შთამოვიდა შემთხუევად მეფისა. და მას არა განეწმიდნეს ფერჴნი მისნი, არცა მოეჭრნეს ფრჩხილნი მისნი, არცა ეკუეცნეს თმანი, არცა განერცხნა სამოსელნი მისნი მიერ დღითგან, რაჟამს გამოვიდა მეფე სახლით თჳსით, ვიდრე შემოსლვად მისა მშჳდობით.25. და ვითარცა შევიდა იერუსალჱმად, მოეგება მეფესა. მაშინ ჰრქუა მას მეფემან: რა არს, რამეთუ არა წარმოხუედ ჩუენ თანა?
მეორე მეფეთა თავი 19