მეორე მეფეთა 19:8
7. არამედ აწ გამოვედ და ეტყოდე ერსა მას, რამეთუ უფიცავს ღმერთისა მიმართ, თუ შენ არა გამოხჳდე შემთხუევად მათა, არა ვინ დადგეს შენ თანა ამასვე ღამესა! ხოლო ეს უწყოდე, უბოროტეს-ყოფად არს შენდა ესე, ვიდრეღა ყოველთა მათ ჭირთა, რომელნი წარგჴდეს სიყრმითგან ვიდრე მოაქამდე.8. და გამოვიდა მეფე და დაჯდა ბჭეთა ზედა მის ქალაქისათა. და მიესმა ყოველსა ერსა, ვითარმედ გამოსულ არს მეფე და მჯდომარე არს ბჭეთა ზედა. და მოვიდა ყოველი იგი ერი შემთხუევად მეფისა, ხოლო ისრაიტელნი იგი ივლტოდეს კაცად-კაცადნი ადგილად თჳსა.9. და დრტჳნჳდეს ყოველნი ნათესავნი ისრაჱლისანი და იტყოდეს: დავით მეფემან გჳჴსნა ჩუენ ჴელთაგან მტერთა ჩუენთასა და განგვარინნა უცხოთესლთაგან და აწ მეოტ ვართ მეფისაგან აბესალომისთჳს, ძისა მისისა.
მეორე მეფეთა თავი 19