მეორე მეფეთა 2:5
4. მოვიდეს და მოკრბეს ყოველნი ტომნი დავითისა და სცხეს მას მეფედ იუდასა ზედა. და უთხრეს დავითს, ვითარმედ: მოვიდეს კაცნი იგი იაბის გალადელისანი, და , წარიღეს საულ და დაფლეს იგი.5. და წარავლინნა დავით მოციქულნი მთავართა მიმართ იაბის გალადისთა და ჰრქუა: კურთხეულ ხართ თქუენ უფლისა მიერ! რამეთუ ქმენით საქმე კეთილი და მოიჴსენეთ სიყუარული უფლისა თქუენისა საულისი, ცხებულისა ღმრთისა , და წყალობა-ყავთ მისთჳს და დაჰფალით იგი.6. და ყავნ უფალმან წყალობა მისი თქუენ ზედა და ჭეშმარიტებაჲ მისი! და მეცა ვყო კეთილი თქუენდა მიმართ, რამეთუ აღასრულეთ სიტყუაჲ თქმული.
მეორე მეფეთა თავი 2