...ისმინეთ, რას ეუბნება დავითს მთელი ხალხი (ამას არ ვამბობ იმიტომ, რომ თავს დავითს ვადარებდე, ასე არ გადავრეულვარ; არამედ მსურს ვაჩვენო ხალხის გულითადი სიყვარული წინამძღვრის მიმართ): „რათამცა არღარა განვიდა დავით ბრძოლად მათ თანა, რამეთუ არა დაშრტეს სანთელი იგი ისრაჱლისა." (). ხედავ, რაოდენი მოფრთხილებით ეპყრობოდნენ მოხუცს? ფრიად მჭირდება თქვენი ლოცვები; ნურავინ, როგორც ვთქვი, გადამეტებული თავმდაბლობით წამართმევს ამ თანადგომასა და დახმარებას. თუ ჩვენი საქმე კეთილად წარემართება, თქვენიც უფრო ბრწყინვალე იქნება; თუ ჩვენთან მოძღვრების ნაკადი უხვად მოვა, სიმდიდრე თქვენამდე გადავა. ისმინე წინასწარმეტყველის სიტყვა: „ნუ აძოებენა მწყემსნი თავთა თჳსთა," (). ხედავ პავლეს, რომელიც განუწყვეტლივ ეძიებს ამ ლოცვებს? გესმის, რომ პეტრე ასე გამოიხსნა საპყრობილიდან, რადგან მისთვის გულმოდგინე ლოცვა აღევლინებოდა?...
მეორე მეფეთა 21:1
1. და იყო სიყმილი დიდი დღეთა მათ დავითისთა სამთა წელთა ზედასაზედა. და იკითხა დავით უფლისა მიერ და ჰრქუა უფალმან დავითს: საულისათჳს და სახლისა მისისათჳს არს უსჯულოებაჲ ეგე, რამეთუ მოსწყუედდა იგი გაბაონელთა.2. და მოუწოდა დავით მეფემან გაბაონელთა მათ და ჰრქვა ესე, ხოლო გაბაონელნი არა ძეთაგან ისრაჱლთა იყვნეს, არამედ ნეშტთა მათგან ამორეველთასა და ძენი ისრაჱლისანი ფიცებულ იყუნეს არა მოწყუედად მათდა. ხოლო საულ მოსრვიდა მათ, რამეთუ ეშურებოდა იგი ისრაჱლთასა მას და იუდასასა მათ ფიცსა.
მეორე მეფეთა თავი 21