მეორე მეფეთა 21:12
11. და უთხრეს დავითსა საქმე ესე, რა-იგი ყო რესფა, ასულმან აიასმან, ხარჭმან საულისმან.12. და წარვიდა დავით და წარმოიხუნა ძვალნი იგი საულისნი და იონათანისნი, ძისა მისისანი, კაცთა მათგან იაბის გალადისთა, რომელ წარიპარნეს ურაკპარაკთაგან ბეთსამისა და ძეგლად ქმნეს უცხოთესლთა მათ დღესა მას, ოდეს დასცნეს უცხოთესლნი გელბეთს.13. მოიღო მუნით ძვალნი საულისნი და ძვალნი იონათანისნი, ძისა მისისა, და შეკრიბნა დაზორვილნიცა იგიცა.
მეორე მეფეთა თავი 21