მეორე მეფეთა 23:4
3. და თქუა ღმერთმან იაკობისმან: ჩემდამო იტყოდა მცველი იგი ისრაჱლისა, მთავრად დამადგინა მე კაცთა მათ სიმართლითა და შიშითა ღმრთისათა ფლობად მათ ზედა.4. ვითარცა ცისკარი განთიადისა და ვითარცა მზე რა აღმობრწყინდის მაღლით განთიად, და არა დაბნელდის ნათელი იგი მისი, ვითარცა წჳმამან რა აღმოაცენის მწვანე ქუეყანით.5. რამეთუ ვითარცა არა ესრე იყო სახლი ჩემი ძლიერსა თანა ღმრთისათა, რამეთუ აღთქმა საუკუნო ედვა ჩემ თანა, ყოველთა ზედა დამტკიცებული და დამყარებული. ყოველივე ცხორებაჲ ჩემი და ნება ჩემი არა არს, რომელიცა მის მიერ არა მოიღებოდის.
მეორე მეფეთა თავი 23