მეორე მეფეთა 24:15
14. მიუგო დავით გადსა და ჰრქუა: სამივე სიმძიმე არს ჩემ ზედა, ხოლო უმჯობეს არს ჩემდა შევრდომა ჴელთა უფლისათა, რამეთუ მრავალ არს წყალობა მისი, ნუმცა შევარდები მე ჴელთა კაცთასა (და გამოირჩია დავით სამ დღე სიკუდილი კაცისა. და იყუნეს დღენი იფქლის მკისანი).15. და ბრძანა უფალმან სიკუდილი ისრაჱლსა ზედა ცისკრითგან ვიდრე ექუს ჟამადმდე. და მოიწია მოსრვა ერსა მას ზედა ისრაჱლისასა. და მოკუდა მას დღესა შინა ვითარ სამეოცჩჳდმეტი ათასი კაცი დანითგან ბერსაბედამდე.16. და მივიდა ანგელოზი იგი სიკუდილისა მოსრვად იერუსალჱმად. და დააცხრო უფალმან რისხვა იგი მისი მათ ზედა და ლხინება-ყო უფალმან გუამსა მათსა ზედა და ჰრქუა ანგელოზსა მას, რომელი მუსრავდა ერსა მას: კმა არს! აწ დააყენე ჴელი შენი და ნუღარა მუსრავ! და ანგელოზი იგი დგა კიდესა კალოსა მის ორნია იებუსელისასა.
მეორე მეფეთა თავი 24