მეორე მეფეთა 3:2
1. და განძლიერდა ღუაწლი ბრძოლისა შორის სახლსა მას საულისასა და შორის სახლსა დავითისასა. და სახლი იგი დავითისი ჟამითი-ჟამად აღემატებოდა, განძლიერდებოდა, სახლი იგი საულისი მოაკლდებოდა და შემცირდებოდა.2. და ესხნეს დავითს ქებრონს ძენი და იყო პირმშო მისი ამონ აქინამისგან იზრაიტელისა.3. და მეორე იგი მისი დავია აბგესგან კარმელელისა, მესამე იგი მისი აბესალომ, ძე მაქასი, ასულისა თოლმესი, მეფისა მის გესურისა.
მეორე მეფეთა თავი 3