მეორე ნეშტთა 1:10
9. და აწ, უფალო ღმერთო, სარწმუნო იყავნ სახელი შენი დავითის თანა, მამისა ჩემისა! და შენ მყავ მე მეფე ერსა ამას ზედა მრავალსა, ვითარცა მიწასა ქუეყანისასა.10. და აწ სიბრძნე და გულისხმის-ყოფა მომეც მე, რათა განვიდოდი წინაშე ამის ერისა და შევიდოდი, რამეთუ ვინ შჯიდეს ერსა ამას შენსა დიდსა.11. და ჰრქუა უფალმან სოლომონს: ამისთჳს, რამეთუ იყო ესე გულსა შენსა და არა ითხოე სიმდიდრე საფასეთა, არცა დიდებაჲ, და არცა თავნი მტერთანი, არცა ითხოენ დღენი მრავალნი, და ითხოე თავის შენისა სიბრძნე და გულისხმის-ყოფა, რათა განიკითხვიდე ერსა ჩემსა, რომელსა ზედა ჰმეფობ შენ
მეორე ნეშტთა თავი 1