მეორე ნეშტთა 13:8
7. და შეკრბეს მის თანა კაცნი ბილწნი, ძენი უსჯულოებისანი, და აღდგომილ არს რობოამის ზედა, ძისა სოლომონისა. და რობოამ იყო ჭაბუკ და მოშიშ გულითა და ვერ წინადაუდგა წინაშე პირსა მისსა.8. და აწ იტყჳთ თქუენ წინადადგომად პირსა სამეუფოსა უფლისასა ჴელითა ძეთა დავითისთა და თქუენ მრავალ ხართ ფრიად და თქუენ თანა ჴბონი ოქროსანი, რომელნი გიქმნნა თქუენ იორობოამ ღმერთად.9. გამოასხენით მღდელნიცა უფლისანი და ძენი არონისნი და ლევიტელნი და გიყოფიან თქუენ მღდელად ერისაგან ქუეყანისანი ყოველი, რომელი მოუვალს აღვსებად ჴელთა ჴბოითა ზროხათაგან და შჳდითა ვერძითა. და იქმნებოდეს ქურუმნი მისა, რომელი არა არს ღმერთ.
მეორე ნეშტთა თავი 13