მეორე ნეშტთა 18:15
14. და მოვიდა მიქეა მეფისა და ჰრქუა მას მეფემან: მიქეა, მითხარ მე, უკუეთუ წარვიდე რემონად გალაადისა ბრძოლად, ანუ დავაცადო? და თქუა მიქეა: აღვედ და წარგემართენ და მოგეცნენ ჴელთა თქუენთა.15. და ჰრქუა მას მეფემან: რაოდენგზის გაფუცე შენ, რათა არა მეტყოდი მე ცრუსა, გარნა ჭეშმარიტსა სახელითა უფლისათა.16. და თქუა მიქეა: ვიხილე ისრაჱლი განთესილი მთათა ზედა, ვითარცა ცხოვარი, რომელსა არა არიან მწყემსი და თქუა უფალმან: არა აქუს წინამძღუარი, აწ მიიქეცინ კაცად-კაცადი სახიდ თჳსა მშჳდობით.
მეორე ნეშტთა თავი 18