მეორე ნეშტთა 2:11
10. და, აჰა, ესერა, მოქმედთა მათ, რომელნი კაფდენ ძელსა, მივეც საზრდელად მათ იფქლი ნიჭად მონათა შენთა ოც ათასი საწყაული, და ოც ათასი საწყაული ქრთილისა, და ღჳნისა საწყაული ოც ათასი და ზეთის საწყაული ოც ათასი.11. და თქუა ქირამ, მეფემან ტჳროსისამან, წიგნითა და მოუძღუნა სოლომონს, ვითარმედ: სიყუარულითა უფლისა ერისა მისისათა მოგცა შენ მეფედ მათ ზედა.12. და თქუა ქირამ: კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისა, რომელმან ქმნა ცა და ქუეყანა, რომელმან მოსცა დავითს მეფესა ძე ბრძენი და მეცნიერი გულისხმის-ყოფისა და სწავლულებისა, რომელმან უშენოს სახლი უფალსა და სახლი სამეუფო თჳსი.
მეორე ნეშტთა თავი 2