მეორე ნეშტთა 2:4
3. და მიუვლინა სოლომონ ქირამს, მეფესა ტჳროსისასა, და ჰრქუა: ვითარცა-იგი ჰყავ მამისა ჩემისა, დავითის თანა და მოუძღუანე მას ძელი ნაძჳსა შენებისათჳს სახლისა მისისა დამკჳდრებად მას შინა.4. და, აჰა, ესერა, მეცა, ძე მისი, ვაშენებ სახლსა სახელისათჳს უფლისა ღმრთისა ჩემისა წმიდა-ყოფად იგი მისა კუმევად საკუმეველი წინაშე მისსა და სარგებელი მარადის და შეწირვად მსხუერპლები სამარადისო განთიად, მწუხრი და შაბათთა და ახალთუეთა დღესასწაულთა უფლისა ღმრთისა ჩუენისათა საუკუნოდ ესე ისრაჱლსა ზედა5. და სახლსა, რომელსა ვაშენებ მე, დიდ არს, რამეთუ დიდია ღმერთიცა ჩუენი უფროს ყოველთა ღმერთთა.
მეორე ნეშტთა თავი 2